Friday, April 22, 2011

პროექტი


პროექტის სახელწოდება:  
      ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
     პროექტის მთავარი იდეა:    
      დაცული ტერიტორიის გაცნობა და მისი მნიშვნელობა.
     პროექტის აქტუალობა:        
     მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების,      კერძოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ. უნდა იცოდნენ დაცული ტერიტორიები, რისთვის არის შექმნილი და რა მნიშვნელობა აქვს მას.
   პროექტის მიზნები:
    მოსწავლეებმა  გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაცვა და შენახვა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უკეთ გაცნობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების და გეგმების შესახებ,  ინფორმაციის შეგროვება და პრეზენტაცია.
     მონაწილეთა ასაკი:         
      13-14 წელი.
     ვადები/ ხანგრძლივობა:    
      ერთი თვე.
      მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
      წავიყვან ექსკურსიაზე.
       ჩავატარებთ ღონისძიებას პრეზენტაციის სახით.
       გამოვაქვეყნებთ ვებ/გვერდზე.
       პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ტრანსპორტი, ციფრული ფოტო აპარატები, ბლოკნოტები, კალმები, ფორმატები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი.
        პროექტის მსვლელობა:
        მოსწავლეებს ვყოფ  3 ჯგუფად, თითოეულს ვაძლევ სხვადასხვა დავალებებს:
        I -ჯგუფი: ეროვნული პარკის ისტორიის და მისი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
         II - ჯგუფი:  ინფორმაციის შეგროვება მოცემულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების და ცხოველების  სახეობების შესახებ, მათ შორის იშვიათი და გდშენების პირას მყოფი სახეობებისა.
         III-ჯგუფი:   რა კეთდება  მოცემულ ტერიტორიაზე ცოცხალი ორგანიზმების დასაცავად, ასევე დაცულ ტერიტორიაზე არსებული პრობლემების შესახებ.
         ვუკავშირდები ბორჯომ-ხარაგულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას,  ვატყობინებ ჩვენი პროექტის შესახებ და ვათანხმებთ თარიღს.
         ვნახულობთ ტრანსპორტს.
         დათქმულ დღეს წავალთ ექსკურსიაზე, რა თქმა უნდა საველე პირობებისთვის ყველა საჭირო რესურსით.  იქ თითოეული ჯგუფი გაესაუბრება მისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად,  დაცული ტერიტორიის შესაბამის თანამშრომლებს.
       გარკვეულ ტერიტორიას მოივლიან გიდების დახმარებით და გადაიღებენ დავალების შესაბამის ფოტოებს.
        დაბრუნების შემდეგ  აქტიურად შეუდგებიან ხელთ არსებული მასალის დამუშავებას და მოამზადებენ ღონისძიებას პრეზენტაციის სახით.
         საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
        ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტ-ი. მოსწავლემ უნდა გაიგოს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა, რისთვის არის შექმნილი. გამოიყენონ ინფორმაციულ საკონიმუკაციო რესურსები   კონკრეტული მიზნებისთვის.
        პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი):               მაია ნუცუბიძე
        ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:                                           maia.nucubidze@gmail.com

No comments:

Post a Comment